1. სიაში პირველ ადგილს ცნობილი საგის მთავარი გმირი კრისტენ სტიუარტი იკავებს. ფორბსი აცხადებს, რომ თითოეულ დოლარში, რომელიც მსახიობისთვის იქნა გადახდილი შემოსავალი 55.83 დოლარს უდრის. მისი შემოქმედებითი კარიერა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა მიმდინარე 2011 წელს, ამიტომაც საკმაოდ დიდი თანხის მოგროვება შეძლო. 2. მეორე ადგილს ენ ჰეტვეი იკავებს. მან მნიშვნელოვანი როლი The Dark Knight Rises- ში ითამაშა, რომელიც 2012 წელს გამოვა. თუმცა უკანასკნელმა ფილმებმა: One Day და Alice in Wonderland, რამოდენიმე ბილიონი დააგროვა. ის საკმაოდ მომთხოვნი მსახიობია რეჟისორებისათვის და ამიტომაც მოახერხა სიაში მეორე ადგილის დაკავებa 3. მესამე ადგილი რობერტ პეტინსონმა მიისაკუთრა. თითოეულ დოლარში, რომელიც მსახიობისთვის იქნა გადახდილი შემოსავალი 39.43 დოლარს უდრის. მისი მოღვაწეობის ბოლო ხანებში მან საკმაოდ შედეგიანად იმუშავა და შეძლო საკმაო რაოდენობის სიმდიდრის დაგროვებაც. 4. შემდეგი დენიელ რედკლიფია. მან მსოფლიოს თავი ჰარი პოტერით გააცნო და შეაყვარა. გარდა მაყურებლის სიამოვნებისა, დენიელმა საკუთარ თავს პოპულარობის გარდა საკმაო სიმდიდრე მოუპოვა. თითოეულ დოლარში, რომელიც მსახიობისთვის იქნა გადახდილი შემოსავალი 34.24 დოლარს უდრის. მისი მომავალი ფილმი კი ტელეეკრანებზე 2012 წლის 3 თებერვალს გამოვა: The Woman In Black. 5. მეხუთე ნომრად შია ლებოუფი(Shia LaBeouf) სახელდება. თითოეულ დოლარში, რომელიც მსახიობისთვის იქნა გადახდილი შემოსავალი 29.40 დოლარს უდრის. ის ცნობილია ფილმებით: Transformers, Dark of the Moon. მისი ფილმები საკმაოდ მაღალანაზღაურებადია, რაც მის ანაზღაურებაზეც მოქმედებს. 6. შემდეგი რობერტ დაუნ უმცროსია. თითოეულ დოლარში, რომელიც მსახიობისთვის იქნა გადახდილი შემოსავალი 18.74 დოლარს უდრის. მან საკმაოდ ბევრი ფილმით მოახერხა თავის დამკვიდრება. სამომავლოდ მას Iron Man 3-ში ვიხილავთ 7. მეთ დეიმონი სიაში მეშვიდეა. 4 ქალიშვილის მამა, ბოლო წლებში გაუჩერებლივ მუშაობდა. თითოეულ დოლარში, რომელიც მსახიობისთვის იქნა გადახდილი შემოსავალი 15.83 დოლარს უდრის. 8. ქეით ბლანშეტი. თითოეულ დოლარში, რომელიც მსახიობისთვის იქნა გადახდილი შემოსავალი 15.17 დოლარს უდრის. ბრიტანელი მსახიობის ყველაზე დიდი როლი 'Lord of the Rings'-ით მოიპოვა. 9. მერილ სტრიპი კვლავაც განაგრძობს მაყურებლის გაკვირვებას. თითოეულ დოლარში, რომელიც მსახიობისთვის წლევანდელ წელს იქნა გადახდილი შემოსავალი 13.54 დოლარს უდრის. წელს მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა The Iron Lady-ში სადაც მარგარეტ ტეტჩერი განასახიერა. 10. და ბოლოს, ჯონი დეპი. თითოეულ დოლარში, რომელიც მსახიობისთვის წლევანდელ წელს იქნა გადახდილი შემოსავალი 12.48 დოლარს უდრის. მისი უმნიშვნელოვანესი როლი იყო ფილმში Pirates of the Caribbean, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფილმად სახელდებოდა.