მოგეხსენებათ, ამანდა სეიფრიდი ჯერ მხოლოდ და მხოლოდ 25 წლისაა, თუმცა მისი ახალგაზრდა კანის მიუხედავად მსახიობმა ბოტოქსის გაკეთება გადაწყვიტა. მისი გადაჭიმული კანი ''Elle''-ს აპრილის ნომერში ნათლად გამოჩნდა, სადაც ამანდა ჟურნალის გარეკანს ამშვენებს. ''ჩვენ ჰოლივუდში ვართ. მე დიდ ეკრანებზე მხედავს მაყურებელი. ახალი ციფრული კამერების საშუალებით ჩემს სახეზე ნებისმიერი წერტილის შემჩნევა იყო შესაძლებელი, სწორედ ამიტომ ვარჩიე ბოტოქსი გამეკეთებინა'' - ახსნა თავად ამანდამ.
|