ამანდა მიშელ სეიფრიდი (ინგლ. Amanda Michelle Seyfried; დ. 3 დეკემბერი,1985) — ამერიკელი მსახიობი,მომღერალი და მოდელი.სეიფრიდის კარიერა სამოდელო ბიზნესით დაიწყო, როდესაც გოგონა ჯერ კიდევ 11 წლის იყო. მისი სამსახიობო დებიუტი სერიალ «გზამკვლევ ვარსკვლავში» შედგა. 2000 წელს კი ლუსი მონტგომერის როლი ითამაშა ფილმში «დედამიწა რაზეც დგას». ადრეული წლები
ამანდა 1985 წლის 3 დეკემბერს დაიბადა ალენტაუნში, პენსილვანიის შტატში,მისი დედა ანა არის ოკუპაციური თერაპევტი,ხოლო მამა ჯეკი – ფარმაცევტი.მისი და ჯენიფერი კი ფილადელფიურ მუსიკალურ ჯგუფში უკრავს ორღანზე.ამანდამ 2003 წელს სკოლა დაამთავრა და ფორდემის უნივერსიტეტში ჩააბარა.
კარიერა
ამანდამ სამსახიობო კარიერა დაიწყო 1995 წელს 9 წლის ასაკში,ხოლო სამოდელოს 11 წლის ასაკში,მისი სამსახიობო დებიუტი სერიალ «გზამკვლევ ვარსკვლავში» შედგა. 2000 წელს ლუსი მონტგომერის როლი ითამაშა ფილმში «დედამიწა რაზეც დგას».ჯერ კიდევ მოზარდი ფრანსინ პასკალის სამი წიგნის გარეკანზე მოხვდა.
2004 წელს სეიფრიდის კარიერაში ნამდვილი წინსვლა დაიწყო, როდესაც კარენ სმიტის როლი ითამაშა - ერთ-ერთი "ბაუნტი" გოგონასი პოპულარულ ფილმში «საძაგელი გოგონები». მას პარტნიორობა გაუწიეს რეიჩელ მაკდამსმა და ლინდსი ლოჰანმა, რომელთათვის ეს ფილმი ასევე წარმატებული აღმოჩნდა.
2005 წელს სეიფრიდს მთავარი როლი ერგო კინოფილმ «ცხრა ცხოვრების» ერთ-ერთ ნაწილში. გამოჩნდა მეორეხარისხოვან როლებში სერიალებში «ექიმი ჰაუსი», «სამართლიანობა», «კანონი და წესრიგი».
ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმი იყო «მამა მია!», მიუზიკლი, რომელიც ლეგენდარული «აბბას» სიმღერების მიხედვით შეიქმნა და მასში ამანდას პარტნიორობა თვით მერილ სტრიპმა და პირს ბროსნანმა გაუწიეს.