ნეკროლოგების განხილვა, ვარსკვლავების სიტყვები და სიმღერები, რომლებიც ემის მიეძღვნა მისი სიკვდილიდან ერთი კვირის შემდეგ.
როგორც იცით, ერთი კვირის წინ, 23 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს ბრიტანელი სოულ, ჯაზ და რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი ემი უაინჰაუსი. მისი სიკვდილის მიზეზი დღემდე უცნობია, ეს შეიძლება გამოიწვია ნარკოტიკების გადაჭარბებულმა მიღებამ, ან გულის უკმარისობამ, რადგან ემიმ ძალიან სწრაფად შეწყვიტა ალკოჰოლის და ნარკოტიკების მიღება, მათზე სამ წლიანი დამოკიდებულების შემდეგ. თუცა, რაც არ უნდა თქვან ექსპერტებმა და როგორი დასკვნაც არ უნდა გამოიტანონ, ფაქტია ისინი ვეღარ დაუბრუნებენ მსოფილოს ერთ-ერთ საოცარ ხმას! ემის გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგ, მინდა გაგაცნოთ თუ როგორი დარჩა ემი მისი მეგობრების, კოლეგების და ახლო ადამინების გულებში.
ნეკროლოგები პრესაში
ჯესი ჰარველი Pitchfork_სთვის: « მისმა ტალანტმა სახელგანთქმული ის ოცი წლის ასაკში გახადა,იმ ასაკში როცა თითოეული ჩვენგანი ცხოვრებას ებრძვის , მაგრამ ამას გახეთზები და ჟურნალების ზედამხედველობის გარეშე აკეთებს.
ლაურა ბარტონი Guardian_ის თვის: « პოპ მუსიკა ქალებს ნათელ და სასურველ ქმნილებებად ხდის, მაგრამ ემის შემოქმედებამ ის სულ სხვა რაღაცამდე მიიყვანა.. ეს იყო ქალის სიმღერები, რომელიც არ ცდილობდა მორგებოდა იმ წრეს სადაც ის იყო, ის იყო ქალი რომელიც მხოლოდ მის გულს უსმენდა და ისე იქცეოდა როგორც მას სურდა...»
საშა ფერე-ჯონსი New Yorker_ისთვის: უაინჰაუსმა ამერიკული სოული სიცოცხლისუნარიან მუსიკად აქცია, თუმცა მანამდე ბევრი ვარსკვლავი ცდილობდა ამას. თეთრმა ბრიტანელმა გოგონამ ამ მუსიკას თავისებურად შეხედა - და ამით რა? მისი დამსახურება ის არის, რომ მას შემდეგ რაც ადამიანი "Back to Black”_ს მოუსმენდა, ის მიდიოდა და არეტა ფრანკლინის დისკს ყიდულობდა მაღაზიაში.
ცნობილი სახეების განცხადებები ემის გარდაცვალების შემდეგ
მარკ რონსონი: ის იყო ჩემი მეგობარი და თითქმის და, ჩვენ ვუსმენდით ერთი და იგივე მუსიკას. დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დღე ჩემს ცხოვრებაში».
ჯორჯ მაიკლი:« ეს ნამდვილად ტრაგედიაა. პირველ რიგში, ასეთი ახალგაზრდა გოგონას ცხოვრება დაინგრა და მეორეც მისი მეგობრები და ახლო ადამიანები იტანჯებიან. და ეს ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისთვის - ჩვენ ვეღარ მოვუსმენთ იმ შესანიშნავ სიმღერებს ,რომელსაც ემი დაწერდა, ბედს რომ შეენახა ის..».
Adele: « ემიმ ბევრ მომღელას აჩვენა რომ ბრიტანული სოულ მუსიკა ძალიან ლამაზია, მათ შორის მეც . ის ყოველთვის იყო უშიშარი და არ ეშინოდა თავისი აზრის გამოთქმის.მე აღფრთოვანებული ვარ მისით».
რასელ ბრენდი:« ემი გენიოსი იყო. ძალიან ცოტა ჩვენგანი თუ იცნობს ადამიანს რომელსაც ამდენი ტალანტი აქვს, სამაგიეროდ ძალინ ბევრ ჩვენგანს ყავს ნაცნობი, რომელიც ნარკოტიკებზეა დამოკიდებული და ჩვენი დახმარება სჭრიდება.
ლედი გაგა:ემიმ სამუდამოდ შეცვალა პოპ მუსიკა.მისი სიმღერების წყალობით, მე ვგრძნობდი, და იმედი მქონდა, რომ ამ სამყაროში მარტო არ ვარ.ის ცხოვრობდა ისე როგორც ცხოვრობდნენ დიდი ჯაზის და ბლუზის მომღერლები ».
ლილი ალენი:« ძალიან სამწუხაროა, ასეთ მომენტებში არ ვიცი რა ვთქვა ან რა უნდა ვტქვა?. მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ემი დაბნეული იყო არ იცოდა რა ექნა თავისი თავისთვისთვის - მშვიდობით განისვენოს ».
ბოი ჯოჯი: «მე არ შემიძლია შევიკავო ჩემი ტკივილი და სიბრაზე. დრეს საშინელი დღეა, ბევრი მიზეზის გამო».
რიანა: «ოჰ ღმერთო ჩემო, მე ეხლა გავგიჟდები! ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს გული გამიტეხეს. ძვირფასო ემი, შენ ძალიან ძლიერი გავლენა მოახდინე მუსიკალურ ინდუსტრიაზე ასეთ მოკლე პერიოდში».
პერის ჰილტონი:« ძალიან სამწუხაროა ემის სიკვდილი.როგორი ნიჭი დაიღუპა და თან ესეთ ადრეულ ასაკში ! დამოკიდებულება - ეს ძალიან საშიში დაავადებაა. იმედი მაქვს ეხლა ის უკეთეს ადგილსააა».
ჯულიეტ ლუისი: « ძალიან სამწუხაროა, რომ ემიმ ვერ დააღწია თავი იმ ციხეს ,რომელიც მისთვის ალკოჰოლი და ნარკოტიკები იყო. ის დაუვიწყარი პიროვნება იყო. ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეულია ის ფაქტი, რომ ის აღარ არის ჩვენთან ერთად».