ბრიტანული ტაბლოიდები იტყობინებიან, რომ 27 წლის ემი უაინჰაუსი თავის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე აპირებდა ათი წლის გოგონას შვილად აყვანას სანტ-ლუსიადან.
"ემის სურდა დანიკას შვილად აყვანა და მისთვის ახალი ცხოვრების ჩუქება."
უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ემი ხშირად ჩნდებოდა კუნძულ სანტ-ლუსიაზე. მომღერალი იქ სარეაბილიტციო კურსებს გადიოდა, თან ახალ ალბომზე მუშაობდა და სწორედ ამ კუნძულზე გაიცნო ემიმ პატარა გოგონა დანიკა. დანიკას ბებია, 57 წლის მარჯორი, რომელიც კუნძულზე კაფეში მუშაობს ჟურნალისტებს უყვება: "ემი აპირებდა სანტ ლუსიაზე გადმოსვლას, რათა დანიკას ნამდვილი დედა გამხდარიყო. მას ძალიან მოსწონდა პატარა დანიკა, არ ვიცი რატომ ამოარჩია ის ამდენ ბავშვებში, მაგრამ ნამდვილად უყვარდა. ისინი ერთად თამაშობდნენ, ცხენებით სეირნობდნენ... ემიმ მთხოვა ბავშვი მისთვის მიმეშვილებინა. ეს დანიკასაც უნდოდა, რადგან ჩვენ ღარიბები ვართ, ბავშვი კი ემისთან თავს კარგად იგრძნობდა. თანაც დანიკას მშობლები მისი დაბადებისთანავე დაშორდნენ. დარწმუნებული ვარ, ემი ასე ტრაგიკულად რომ არ დაღუპულიყო, ის ნამდვილად იშვილებდა გოგონას და ახლა აქ იქნებოდა. ემი კარგი ადამიანი იყო. მას სანტ ლუსიაზე არანირი პრობლემები არ ჰქონია, აქ არც ნარკოტიკებს არ იღებდა. ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა და ამიტომაც არ ვნერვიულობდი შვილიშვილის მომავალზე, რადგან ვიცოდი, რომ ემი მას კარგად მოუვლიდა."
დანიკამ კი ჟურნალისტებს უთხრა: "ემი უკვე გახდა ჩემი დედა. მე მას დედას ვეძახდი, ის კი შვილს მეძახდა. იგი ყველაზე კარგი ადამიანი იყო, ვისაც მე ოდესმე შევხვედრივარ, არ მჯერა რომ დაიღუპა."