ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი სოულ-მომღერლის ემი ვაინჰაუსის ლონდონში მდებარე სახლი გაძარცვეს.
დაუდგენელმა პირებმა ემის სახლიდან ახალი ალბომისთვის ჩაწერილი და გამოუქვეყნებელი სიმღერები, წერილები, ემის უსაყვარლესი სიგიტარები და სხვა პირადი ნივთები მოიპარეს. ამის შესახებ კომენტარი ვარსკვლავის მამამ მიჩ ვაინჰაუსმა გააკეთა.
დამნაშავის დასაჭერად პოლიცია ყველაფერს აკეთებს. როგორც გაირკვა ემის ბევრი სიმღერა ჰქონდა დაწერილი, რომელთა გამოქვეყნებაც სიცოცხლეში ვერ მოასწრო. სწორედ ამ ფაქტის გამო სწუხს ბატონი ვაინჰაუსი.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ემის სახლში თავისუფლად შეეძლო ყველას შესვლა. ვარაუდობენ, რომ ეს ფაქტი ახლო პირის ჩადენილია. ვაინჰაუსის მამის თქმით, ის ვერ იჯერებს, რომ ეს რომელიმე ახლობელს შეეძლო ჩაედინა.