თავდაპირველი ვერსიები, იმის შესახებ, რომ ჯასტინი და სელენა ერთად იყვნენ რამდენიმე დღის წინ გაჩნდა, როდესაც ისინი ერთად რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ დააფიქსირეს. სურათიდან ნათლად ჩანს, რომ ისინი ჩახუტებულები არიან. სწორედ ამან დააეჭვა ჟურნალისტები მათ მეგობრულ ურთიერთობაზე და ნელ-ნელა ამ ამბის გარშემო ბევრი ჭორი გაისმა.. სელენამ მოკლედ ახსნა რომ მეგობართან ერთად ნამცხვრის მირთმევის უფლება ნამდვილად აქვს და ჭორების გამო მეგობრობის გაფუჭებას არ აპირებს. ფანება დაიჯერეს რომ მათ შორის არაფერი ხდება მაგრამ მალე გამოჩნდა უკვე შიგ კაფეში გადაღებული სურათი ამ სურათმა უარესი ჭორები გამოიწვია რადგან ამ ჩახუტებას მხოლოდ მეგობრულს ნამდვილად ვერ უწოდებთ.
ფილადელფიაში, Jingle Ball-ის კონცერტზე იმის გარდა, რომ ისინი მთელ დღეს ერთად ატარებდნენ, წყაროები იუწყება, რომ სელენამ მთელი დღე ჯასტინის გასახდელში გაატარა. სამწუხაროდ არავის აქვს ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა დახურული კარების მიღმა, თუმცა ერთი რამ ნათელია: გოგონას ნამდვილად უნდა ჰქონდეს იმ ბიჭისადმი სიმპატია, რომელთანაც დღის უდიდეს ნაწილს ატარებს და მეტიც მას გასახდელშიც მიჰყვება.
ამას გარდა 18 დეკემბერს მაიმაიზე სელენა და ჯასტინი ერთად იმყოფებოდნენ და ამ დროის განმავლობაში მათ არც ერთი წუთი არ გაუტარებიათ უერთმანეთოდ ყველაზე უცნაური კი ისაა რომ სელენამ ყველა თავისი საქმე გადადო და ახლა ჯასტინს ტურზე დაჰყვება. როდესაც ის ჯასტინის კონცერტზე გამოჩნდა მაიამიში ყველას ეგონა რომ ის უბრალოდ მეგობარს ეწვია, მაგრამ სელენა მალე ჯასტინის შემდეგ კონცერტსაც დაესწრო ქალაქ ტამპაში.. მას სელენა მთელი გულით გულშემატკივრობდა. როგორც თვითმხილველები იტყობინებიან ჯასტინმა და სელენამ დღის ნახევარი სანაპიროზე გაატარეს, რის შემდეგაც ჯასტინის ავტობუსი მოვიდა და მათ წასაყვანად მოემზადა...