23 წლის მსახიობი (Disney სერიალიდან The Suite Life of Zack & Cody და ფილმიდან Wendy Wu: Homecoming Warrior) ბრენდა სონგი და 22 წლის ტრეისი საირუსი მუს. ჯგუფიდან Metro Station დაინიშნენ!
ბრენდა და ტრეისი ერთმანეთს 2010 წლის ზაფხულიდან ხვდებიან, მათი რომანი რა თქმა უნდა დისნეის დამსახურებაა. (ტრეისი მაილი საირუსის ძმაა (ბიოლოგიურად ნახევარძმა))
აგვისტიში ამ ორზე გავრცელდა ჭორი, რომ ბავშვს ელოდებოდნენ, მაგრამ სექტემბერში ეს ჭორი ბრენდას დედამ უარყო, ახლა კი ოფიციალურად დადასტურდა მხოლოდ ის, რომ ისინი მართლაც აპირებენ ოჯახის შექმნას.
ეს თვითონ ტრეისმა დაადასტურა თვითერის საშუალებით:
"ძალიან აღელვებული ვარ, წინა კვირას ჩემს შეყვარებულ ბრენდა სონგს ვთხოვე ცოლად გამომყოლოდა და მან თქვა "დიახ!" ორივეს ძალიან გვიხარია რომ დავინიშნეთ"
|