ახალი წელი ეს ჩემთვის უდიდესი დღესასწაულია, ამ დღეს ყველა ზეიმობს განურჩევლად დიდისა და პატარისა. ყველა ბედნიერია. ოჯახის წევრები ერთმანეთს საჩუქრებს უკეთებენ და მათ გულებს უხარებენ, შეიძლება ჩვეულებრივი ლურსმანიც კი იყოს მაგრამ მთელი გულით აჩუქონ ნდა ადამიანს გული გაუხარო. თოვლის ბაბუის რათქმაუნდა არ მჯერა. ის ზღაპრული არსებაა. რა თქმა უნდა პატარაობაში მეც მჯეროდა ამის მაგრამ გავიზარდე და ეხლა უკვე აღარ მჯერა. მერე რა რომ ყველამ იცის ვის ჩუქნის პატარებს საჩუქრებს, ეს არც თოვლის ბაბუაა ან სანტა კლაუსუ, მაგრამ ყველას უნდა რომ სჯეროდეს სასწაულების. შეიძლება ეს სასწაული არა თოვლის ბაბუის ან სანტა კლაუსის მიერ მოხდეს არამედ რომელიმე შენი ახლობლის მეშვეობით. ამ დღესასწაულზე ძირითადად სოფელში მივდივართ ბებია–ბაბუასთან. იქ ძალიან კარგად ვერთობით. მე და ჩემი და რეებს აღარ ვფიქრობთ რომ გავერთოთ. მაგრამ როგორც ჩემმა დამ თქვა თავის თემაში საახალწლო კონცერტებზე ახალი წლის შეხვედრა არ გვიყვარს ძალიან მინდა რომ ამ ახალწელს თოვლი მოვიდესს, მაგრამ ეს ხომ თბილისია და ამას ნაკლებად უნდა ველოდოთ. თან უკვე ითოვაა და არამგონია. მაგრამ მეე ძალიან მინდა თოვლი. მე კაი ხანია წერილებს აღარ ვწერ, პირდაპირ ვეუბნები ჩემ მშობლებს. ჩემი დისგან განსხვავებით მე ჯერ არ მომიფიქრებია რა მინდა საახალწლოდ, მაგრამ ჩემი თავს ამბავი რომ ვიცი რამე საშინელებას მოვიფიქრებ. საახალწლოდ ასე ვთქვათ ,,შოპინგი’’ ძალიან მიყვარს. მთელი ოჯახი მივდივართ მაღაზიებში და ყვეელა რაღაცას ვარჩევთ. მე და ჩემს დას ერთიდაიგივე გემოვნება გვაქ და ხშირად ერთნაირებს ვარჩევთ :დ. მაღაზიიდან მშობლებს ძლივს გამოვყავარ მთელი მაღაზისს ყიდვა მინდა ხოლმე :დ სამწუხაროდ დრაკონის წელიწადში არ ვარ დაბადებულიი. მაგრამ იმედია ჩემი წელი მალე მოვა და ჩემთვის ბედნიერი წელი იქნება : ) ჩემი კუმირია სელენა. არ ვიცი ამ ახალწელს როგორ შეხვდება ალბათ მეგობრების დას საყვარელი ადამიანების გარემოცვაში თოვლზე ვგიჟდები. ძალიან მაგრად მიყვარსსსს. თოვლში გუნდაობა, ციგა, თხილამურებ ეს ყველაფერი ძალიან მაგარია, განსაკუთრებით კი მაშინ როდესაც ბაკურიანში მივდივართ. დიდი მოთხილამურე არ ვარ მაგრამ რაღაც გამომდის :დ თოვლში თამაში მეც მიყვარს მაგრამ თოვლის კაცუნების კეთება დიდად არ მიყვარს, თან თბილისში ისეთი თოვლია მისგან ვერაფერს ვერ გააკეთებ. ერთი სიტყვით რომ შევაჯამოთ მე ახალ წელზე მაფანატებს არ ვიცი რამდენად კარგია მაგრამ იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ