როგორც იცით დემის დიდი ხანი დასჭირდა იმისთვის, რომ სრულად გამოჯანმრთელებულიყო და შოუბიზნესს დაბრუნებოდა. როგორც ჩანს შვილის წამებას დედამისმა ვეღარ გაუძლო და დაიანა საავადმყოფოში მოხვდა. დემის ცუდად ყოფნის განმავლობაში იგი მუდამ შვილის გვერდით იყო და როგორც ჩანს მშობელმა ამხელა დატვირთვას ვეღარ გაუძლო. იგი საავადმყოფოში წინა კვირას დააწვინეს.
"ძალიან რთული წელი ჰქონდა დემის და დედამისი იყო ადამიანი, რომელიც მას მუდამ მხარში ედგა. როგორც ჩანს პოპულარობამ და ყურადღებამ დემის გარდა მის ოჯახსაც მოუღო ბოლო. დემი ახლა კარგადაა, მაგრამ დემის დედამ ამდენ დატვირთვას და შვილის გაჭირვებას ვეღარ გაუძლო და საავადმყოფოში მოხვდა"- გვეუბნება წყარო. როგორც ითქვა დაიანა უკვე გამოწერილია და ოჯახს დაუბრუნდა.