19 წლის ამერიკელი მსახიობისა და მომღერალის, დემი ლოვატოს ინტერვიუ VH1-სთან
- ვისთან გინდა ყველაზე მეტად ჩაწერო დუეტი?
- მე არ შემიძლია მარტო ერთი ავირჩიო,იმიტომ რომ მინდა ვიმუშავო ბევრ მომღერლებთან.ნუ პირველია კელი კლარკსონი, ის ჩემი კუმირია და ძალიან მაგარი იქნებოდა მასთან სიმღერის ჩაწერა. შემდეგ მოდიან Lil Wayne და Nicki Minaj.
-შენ ოდესმე გიჩხუბია შენს დებთან?
-რა თქმა უნდა. ჩემს პატარა დასთან არა,იმიტომ რომ ჩვენ მიზეზი არ გვაქვს რომ ვიჩხუბოთ.ჩემს დიდ დასთან კი. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ და ჩვენი ჩხუბის მიზეზი ხანდახან ძალიან სულელურია.მაგალითად,შენ შეჭამე ჩემი საჭმელი ან სხვა რამე.ეს მართლა სულელურია.
-რომელია შენი ფავორიტი პარფიუმერიის მარკა?
-მე არ მაქვს ერთი ფავორიტი,მაგრამ მე მომწონს North, Make up forever.
-ყველაზე საშინელი მომენტი ურთიერთობისა შენს მშობლებთან
- ერთხელ როდესაც ვიყავი 13 წლის, მე მოვიპარე მანქანა. დავჯექი საჭესთან სადღაც დილის 4:30-ზე.მე მქონდა ასეთი პრობლემები და როდესაც სახლში დავბრუნდი მამაჩემი იდგა ფანჯარასთან და დედა კი ყვიროდა. ეს ყველაზე სულელური და პრობლემური რამ იყო რაც გამიკეთებია.
-აპირებ ჩაწერო სიმღერები ესპანურად შენი ფანებისთვის სამხრეთ ამერიკიდან?
-მე მინდა და შესაძლოა ჩავწერო სიმღერა ესპანურად. ერთი უკვე მაქვს - ესპანური ვარიანტი სიმღერისა Skyscraper.
-რა გენატრება ყველაზე მეტად შოუ "მიეცით სანის შანსი"-ში?
-მსახიობები. ისინი ჩემთან ძალიან ახლოს არიან. ყოველდღე ტიფანისთან მუშაობა და დანარჩენებთანაც იყო უბრალოდ არაჩვეულებრივი. ჩვენ ვმხიარულობდით და ვიცინოდით შეუჩერებლად.
-რომელი სიმღერაა შენი ახალი ალბომიდან შენი ცხოვრებიდან გადმოტანილი?
-ეს სიმღერა For The Love Of A Daughter არის,რადგან ეს ძალიან პირადული სიმღერაა და ჩემს გულთან ძალიან ახლოსაა.
- რომელ ტანსაცმელს ანიჭებ უპირატესობას და რომელია შენი ფავორიტი ფერი?
-მე მიყვარს კომფორტული ტანსაცმელი,მხიარული და რომელშიც მე თავს ბედნიერად ვგრძნობ.ჩემი ფავორიტი ფერია ოქროსფერი.
-ახალი პროექტები გაქვს?
-ახლა მე ველოდები ჩემი ალბომის გამოსვლას და შესაძლოა ტური მოვაწყო.
-R&B-ის რომელი მომღერალი შთაგაგონებს დღეს?
- ეს ჯენიფერ ჰადსონია.ის ძალიან შთამაგონებს. ის ასრულებს სიმღერებს ისეთი გრძნობებით და ძალით, ის უბრალოდ არაჩვეულებრივია და ასევე მომწონს ადელი.
-აღწერე ის გრძნობა როდესაც შენს ახალ სიმღერებს ფანების წინ ასრულებ.
-ეს ძალიან მაგარია. ჩემი ფანების წინ შესრულება ეს ყველაზე კარგია ჩემს სამუშაოში. კავშირის გრძნობა უცნობ ადამიანებთან რომლებიც ჩემი ფანები არიან მუსიკის საშუალებით ეს უბრალოდ დაუჯერებელია.