შესვლა

რეგისტრაცია
მთავარი
 
Www.OnlyStars.My1.Ru 
მენიუ
კატეგორიები
ჱNewsჱ [1134]
჻჻სურათები჻჻ [1156]
ჱმუსიკებიჱ [96]
჻჻კლიპები჻჻ [74]
ჱვიდეოებიჱ [159]
჻჻ავატარები჻჻ [47]
ჱკონკურსიჱ [75]
჻჻სხვა჻჻ [113]
ჱGlamourჱ [67]
჻჻თხოვნები჻჻ [1]
ჲფილმებიჲ [25]
ჱOnlystars BooKჱ [294]
჻჻თამაშები჻჻ [22]
Christmas
მინი ჩეთი
საათი
ree clock
მთავარი » 2011 » აგვისტო » 28 » გილოცავთ მარიამობას!
11:12 AM
გილოცავთ მარიამობას!








მიძინება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა ან მარიამობა – ღვთისმშობლის მიცვალების დღესთან დაკავშირებული მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების დღესასწაული. მართლმადიდებლობაში შედის თორმეტ უდიდეს დღესასწაულთა სიაში. დღესასწაული აღინიშნება ძვ. სტ. 15 აგვისტოს/ახ. სტ. 28 აგვისტოს. იერუსალიმის, საქართველოს, რუსეთის, სერბეთის ავტოკეფალური და ათონის მთის ავტონომიური ეკლესიები, ასევე უკრაინის ბერძნულ–კათოლიკური (უნიატური) ეკლესია, ღვთისმშობლის მიძინებას დღესასწაულობენ იულიანური კალენდრით (ძვ. სტილით), ანუ ახ. სტილით 28 აგვისტოს. მართლმადიდებელი ეკლესიები ამავე დღეს თაყვანს სცემენ აწყურის, გაენათის, წილკნის, მეტეხის, ქვაბთახევის, მოზდოკის, ვლაქერნის და სხვა, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატებს. რომის კათოლიკური ეკლესია, ელადის (საბერძნეთის) და მასთან ერთად რამდენიმე მართლამიდედებელი ეკლესია მიძინების დღესასწაულს ახ. სტილით 15 აგვისტოს ზეიმობენ.

ახალი აღთქმის ისტორია

ღვთისმშობლის მიძინებისა და დაკრძალვის შესახებ წმინდა წერილის კანონიკურ წიგნებში არაფერია ნათქვამი. იოანეს სახარების მიხედვით, ჯვარზე გაკრულმა იესო ქრისტემ იოანე მახარებელი ღვთისმშობელს აშვილა: "ჰრქუა დედასა: დედაკაცო, აჰა ძჱ შენი! და მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა დედაჲ შენი!". იმ დღიდან მარიამი იოანეს სახლში ცხოვრობდა:"მიერ ჟამითგან წარიყვანა იგი სახედ თჳსა" (იოან. 19: 25–27). ამის შემდეგ "საქმე მოციქულთა" გვაუწყებს, რომ ღვთისმშობელი ლოცულობდა მოციქულებთან ერთად (საქმ. 1: 14) და სულთმოფენობის დღეს, მათთან ერთად მიიღო სულიწმიდას ნიჭი (საქმ. 2: 1–14).

საეკლესიო გადმოცემა

ამის შემდეგ ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრების შესახებ ამბებს მხოლოდ საეკლესიო გადმოცემიდან ვიგებთ. კერძოდ, გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ჰეროდე მეფის (აგრიპა I) მიერ ქრისტიანთა დევნის გამო, 43 წლის ასაკში, იოანე ღვთისმეტყველთან ერთად ეფესოს მიაშურა, იყო კვიპროსზეც – მკვდრეთით აღმდგარ ლაზარესთან, ქრისტიანობა იქადაგა ათონის წმიდა მიწაზე, ბოლოს კი, კვლავ იერუსალიმს დაუბრუნდა.

ღვთისმშობელი ხშირად ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო მისი სული სასუფეველში. და აი, ერთხელ, როცა მარიამი მაცხოვრის აკლდამაში ლოცულობდა, ცა გაიხსნა, გარდამოხდა გაბრიელ მთავარანგელოზი ხელში ზეთისხილის რტოთი და უბიწო ქალწულს ახარა: „გიხაროდენ მარიამ, რომელმან ჰშვენ ღმერთი ჩუჱნი, ლოცვა შენი აღვიდა წინაშე ძისა შენისა და შეწირულ იქმნა, ამიერიდგან დაუტევებ სოფელსა, ნეტარო, და ზეცასა აღხვალ!" ღვთისმშობელი დიდად გაახარა ამ უწყებამ და მიცვალებისათვის მზადება დაიწყო.

მოციქულები ამ დროისათვის იერუსალიმში არ იყვნენ – სხვადასხვა ქვეყანაში ქადაგებდნენ, მაგრამ მარიამს ძალიან სურდა, ამსოფლიდან განსვლამდე ყველანი ერთად ეხილა. უფალმა ეს სურვილიც აუსრულა: მეყსეულად შემოჰკრიბა მასთან მაცხოვრის ყველა მოწაფე. ხუთი მათგანი მკვდრეთით აღმდგარიყო. მოციქულები მიესალმნენ მას და მოუთხრეს, თუ როგორ იქნენ აღტაცებულნი მოღვაწეობის ადგილებიდან. გახარებულმა უბიწო ქალწულმა მადლობა შესწირა ღმერთს, შემდეგ კი თავის მიცვალებაზე დაიწყო საუბარი. სწორედ ამ დროს, ასევე სასწაულებრივ, წარდგა მათ წინაშე პავლე მოციქულიც თავისი მოწაფეების: დიონისე არეოპაგელის, საკვირველი იეროთეოსის, ღვთაებრივი ტიმოთეს და სხვა სამოცდაათთაგანთა თანხლებით. მარიამი სახელებით უხმობდა ყველას, ქებას ასხამდა მათ სარწმუნოებას და აკურთხებდა. შემდეგ წმიდა დედა იაკობ მღვდელმთავრის ხელით ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა. მესამე ჟამს (დაახ. საღამოს 9 საათი) – ღვთისმშობლის ამსოფლიდან გასვლისას საოცარი ნათლით გაბრწყინდა ის ოთახი, რომელშიც იგი იწვა, „იქმნა დიდებით განსაკჳრვებელი მოსლვა ქრისტეს ღვთისა და ძისა მისისა დიდებითა მით გამოუთქმელითა". ისეო ქრისტემ თავისი მშობლის წმიდა და ყოვლად უბიწო სული „საღმრთოთა მათ და უხრწნელთა მკლავთა თჳსთა ზედა მიირქუა" და ანგელოზთა გალობის თანხლებით აამაღლა ზეცად.[1]
დაკრძალვა და შემდგომი სასწაულები [რედაქტირება]

მთელი სახლი საოცარი სურნელებით აივსო. მოციქულები კრძალვით მიეახლნენ ნათელშემომდგარ წმიდა ცხედარს, შემოკრბენ „სნეულნი და არა ძლებულნიც" და მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა. ქრისტეს მოწაფეებმა ღამე ლოცვაში გაათიეს და პარასკევ დილით ღვთისმშობლის პატიოსანი ნეშტი სიონიდან გეთსიმანიაში გადაასვენეს.

ყოვლადწმიდა მარიამის მიძინებას ერთი ათორმეტთაგანი – თომა ვერ შეესწრო. ღვთის განგებით, იგი სწორედ კვირა ღამეს მივიდა გეთსიმანიაში და ღვთისმშობლის გარდაცვალებით შეწუხებულმა, ითხოვა, საფლავი გაეხსნათ, რომ წმიდა გვამისთვის თაყვანი ეცა. კარი მართლაც გააღეს, მაგრამ აკლდამა ცარიელი დაუხვდათ. მაშინ, ერთი ცნობით, „გამობრწყინდა ნათელი ბრწყინვალე, წინაშე კიდობანსა მას, ვითარცა ხორცითა და ჩვეულებისაებრ მდგომარე იხილეს წმიდა ღვთისმშობელი და თაყუანისცეს". ყოვლადწმიდამ თომა ახლოს მიიხმო და მისი სარწმუნოების აღიარება რომ მოისმინა, „შეიტკბო და აკურთხნა და უჩინო იქმნა". სხვა წყაროთა მოწმობით, ყოვლადწმიდა მარიამი მაშინ გამოუჩნდათ გაოცებულ მოციქულებს, როცა შინ დაბრუნდნენ და ტრაპეზს შემოუსხდნენ. ღვთისმშობელმა მათ მიმართა: „გიხაროდენ! მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა შინა".[2]
ღვთისმშობლის ასაკი გარდაცვალების დროს [რედაქტირება]

არსებობს რამდენიმე მოსაზრება, მაგრამ მათგან ყველაზე სარწმუნოა, რომ ღვთისმშობელმა იცოცხლა 72 წელი და გარდაიცვალა დაახლოებით ქრისტეს დაბადებიდან 57 წელს, როგორც ამას ეპიფანე კვიპრელი და გიორგი კედრენე გადმოგვცემენ. მათ ეთანხმებიან წმ. ანდრია კრიტელი და სიმეონ მეტაფრასი, რომლებიც ხაზს უსვამენ, რომ მარიამმა სიბერემდე იცოცხლა. ამავე აზრს იზიარებენ სხვა მკვლევრებიც.[3]
მიძინების დღესასწაულის დაარსება და შემდგომი ტრადიცია [რედაქტირება]

ზუსტად უცნობია, თუ როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული, მაგრამ საფიქრებელია, რომ იგი უკვე არსებობდა ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში.

წმინდა მამათა ნაშრომები, სადაც ღვთისმშობლის მიძინებაზეა საუბარი, IV საუკუნის ბოლოს არ სცილდება. ამათგან ერთ-ერთი ნეტარ იერონიმეს მიეწერება. სხვა ცნობა, რომელიც VII საუკუნით თარიღდება, იერუსალიმის ეპისკოპოს მოდესტოსს ეკუთვნის.

ცნობილი საეკლესიო მოღვაწე ნიკიფორე კალისტოსის (გ. დაახ. 1350) ცნობით, მიძინების დღესასწაულის აღნიშვნა მავრიკიოსის (დაახ. 539—602) მეფობის დროს, 582 წელს დაწესებულა, მაგრამ უფრო საფიქრებელია, რომ მავრიკიოსის დროს უკვე არსებული დღესასწაულის აღნიშვნა დაკანონდა. ამ ცნობის მიხედვით, 595 წლიდან დღესასწაულის აღნიშვნა დაწესდა 15 აგვისტოს, ამ დღეს მავრიკის სპარსელებზე გამარჯვების აღსანიშნავად.

შემორჩენილია მიძინების დღესასწაულისადმი მიძღვნილი V საუკუნეში მოღვაწე ანატოლი პატრიარქის ერთი საეკლესიო საგალობელი. ამავე დღესასწაულს ეძღვნება საგალობლები, რომლებიც კოზმა მაიუმელსა (VIII ს.) და იოანე დამასკელს (VII–VIII სს.) მიეკუთვნება.[4]

მარიამობის მარხვა [რედაქტირება]

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, როგორც ქერუბიმებზე უპატიოსნესი და სერაფიმებზე აღმატებული. ამიტომ, ეკლესია განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედას ღვთისას. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან ერთ–ერთს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებას, ეკლესია მარხვით ხვდება.

მარიამობის მარხვა 1 (ახ. სტ.14) აგვისტოდან იწყება და 15 (ახ. სტ. 28) აგვისტოს მთავრდება. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწესების ზუსტი თარიღი უცნობია.

ადრეულ ქრისტიანულ ეკლესიაში, მათ შორის ანტიოქიაშიც, ამ მარხვას კი ინახავდნენ, მაგრამ იგი სავალდებულო არ იყო, ამასთან, ხშირად განსაზღვრული არც მარხვის აღნიშვნის ზუსტი კალენდარული დრო გახლდათ - იგი ინდივიდუალურად, მწყემსმთავართა ლოცვა-კურთხევით აღესრულებოდა. იერუსალიმის კანონში მარიამობის მარხვა რვა დღით შემოიფარგლება, სტუდიის მონასტრის ტიპიკონით კი ოთხი დღე გრძელდებოდა.

როგორც საისტორიო წყაროები და სამართლებრივი ძეგლები გვაუწყებენ, საუკუნეების მანძილზე მარიამობის მარხვის შენახვა ყველა ავტოკეფალური ეკლესიის ტრადიციას არ წარმოადგენდა. მსოფლიო მართლმადიდებელმა სამყარომ დღესასწაულის მარხვით საყოველთაო აღნიშვნა მოგვიანებით, დაახლოებით X-XI საუკუნეებიდან დაიწყო. ანასტასი კესარიელის ცნობით, მარიამობის მარხვა საყოველთაო მარხვად დაახლოებით ლეონ ფილოსოფოსის მეფობის (886–912) დროს დაწესებულა, ანუ მას შემდეგ, რაც ამ დღესასწაულმა საეკლესიო კალენდრებში კუთვნილი ადგილი დაიკავა. სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულია, რომ ანტიოქიის ეკლესიაში მიძინების მარხვა 1060 წელს პატრიარქ იოანე VI–სა და იმპერატორ კონსტატინე დუკას გადაწყვეტილებით დადგინდა.

ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში ანტიოქიის ცნობილი პატრიარქი თეოდორე ბალსამონი (1193—1199) სამწყსოსადმი მიძღვნილ ეპისტოლეში მიძინების მარხვის შენახვის აუცილებლობის შესახებ წერდა.

რაც შეეხება დღეისათვის მართლმადიდებელ ეკლესიაში დაწესებულ მარხვას, იგი 1166 წელს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე „ძველ განწესებათა თანახმად" დაკანონდა. კრების თავმჯდომარე პატრიარქი ლუკა (1157—1170) ყოფილა. ამ კრების შესახებ ბალსამონი წერს: „იმ დროისათვის ორჭოფობდნენ, თუ რამდენი დღე უნდა გაგრძელებულიყო მიძინებისა და შობის მარხვები, რაზეც წმიდა პატრიარქმა დაამოწმა: „მართალია, წერილობით არსადაა დაფიქსირებული ამ მარხვების ხანგრძლივობა, მაგრამ გადმოცემის საფუძველზე ერთი - პირველ (ახ. სტ. 15) აგვისტოს, მეორე კი თხუთმეტ (ახ. სტ. 28) ნოემბერს უნდა დაიწყოს".[5]




კატეგორია: ჻჻სხვა჻჻ | ნანახია: 1658 | დაამატა: Ninii | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 - დაწერა: Niniinini Gomez
OnlyStars.My1.Ru: (2011-08-28 11:13 AM)




00+0



უპასუხე
გილოცავთ მარიამობას!დაესწარით მრავალს!
P.S I Love OnlyStars.My1.Ru.:

dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
სახელი *:
E-mail:
ქართული/ინგლისური (~)
კოდი *:
ტოპ 10

null null Busa
null1253
null1505
null177


null null Ninii
null747
null1070
null151


null null Basti
null563
null789
null155


null null Basa
null377
null656
null106


null null Bub-Launtner
null73
null11
null52


null null Sophie
null60
null255
null23


null null busukuna
null54
null66
null12


null null MaR_Selly
null47
null54
null8


null null SaLLo
null18
null72
null4


null null NoNi_JEMI
null17
null10
null4

Winter Wonderland
შესვლა
Block title
Block title
საიტზე რეგიტრირებულია:

სულ: 79

დღეს: 0

ბიჭი: 6

გოგო: 73

Block title
Last Christmas
ვარსკვლავები
25233533653969246110.jpg 51878971381569878837.jpg 11219322277078146865.jpg 67985028728692412887.jpg 67617834599290172263.jpg 94747345617323185412.jpg 06237400015942086346.jpg 57553975151894052656.jpg 22124253366531231676.jpg 91693531903377265919.jpg 64626155427678997072.jpg 36034291702425818514.jpg

By Disney Lovers