ჰარი პოტერის დასკვნითი ნაწილის ლონდონური პრემიერა იყო ერთ-ერთი ყველაზე ემოციური პრემიერებს შორის. მსახიობების სიტყვით გამოსვლას მოჰყვა უამრავი ცრემლი. ტიროდნენ ემა ვოთსონი, ჯოან როულინგი და ფილმის სხვა მსახიობები მაყურებლებთან ერთად.
დენიელ რენდკლიფმა საკმაოდ ვრცელი სიტყვით მიმართა ხალს: " მე არ ვფიქრობ, რომ ეს ისტორია დღეს საღამოს დასრულდება, რადგან თოთიეულ ადამიანს, რომელიც ფილმს ნახავს, ემახსოვრება ის და გულით ატარებს მას. მინდა მადლობა გადავუხადო ფილმის შემქმნელებს, რომლებმაც სამუშაო მომცეს და ჯოან როულინგს. მადლობას ვუხდი მსახიობებს, რომლებმაც ეს არაჩვეულებრივი 10 წელი მაჩუქეს. მე იღბლიანი ადამიანი ვარ.
ამის შემდეგ სიტყვით ემა გამოვიდა: " მე არ ვფიქრობ, რომ დენი იღბლიანია, ეს იღბალი არ არის. ის უბრალოდ ძალიან ნიჭიერია. მადლობა ჯოან, ასეთი შესანიშნავი წიგნის დაწერისთვის. მადლობა რუპერტ თავი რომ შემაყვარე და მადლობა დენიელ. მე თქვენ ძალიან მომენატრებით." ემამ გამოსვლა ტირილით დაასრულა .