პროფესია: მსახიობი,პროდიუსერი
ჰილარი დაფი 1987 წლის 28 სექტემბერს მაღაზიათა ქსელის მეპატრონის ოჯახში დაიბადა.ოჯახი ტეხასის უდიდეს ქალაქ ხიუსთონში ცხოვრობდა.მოგვიანებით მომავალი ვარსკვლავი დედასთან და დასთან ერთად კალიფორნიაში გადავა საცხოვრებლად,სადაც იგი აქტიურ მუშაობას შეუდგება.პირველი სასცენო გამოცდილებას ჰილარი 6 წლის ასაკში ბალეტ’მაკნატუნაში’ მონაწილეობისას შეიძინს.კალიფორნიაში გადასახლების შემდეგ იგი ხელოვნების გზას დაადგება.ვინ წარმოიდგენდა,რომ ეს პატარა გოგონა მალე წარმატებული მომღერალი და მსახიობი გახდებოდა. პირველი მთავარი როლი ჰილარი დაფმა 1998 წელს ფილმ ‘კასპერი ხვდება ვენდიში’ (Casper Meets Wendy) შეასრულა.ზუსტად ჰილარი იყო ის პატარა ალქაჯი ვენდი..პოპულარობაზე ლაპარაკი მაშინ ზედმეტი იყო,მაგრამ ჰილარი პროდიუსერებმა შეამჩნიეს .ერთი წლის თავზე ეკრანებზე ჰილარის მონაწილეობით
The Soul Collector გამოვიდა.ელის როლის შესრულებისათვის ნომინაციაში საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი 12 წლის გოგონამ Young Artist Award–ის ჯილდო დაიმსახურა.
ჰილარი დაფმა საქვეყნიერო აღიარება დისნეის არხის მეშვეობით დაიმსახურა და ემის ნომინაციაზე იყო წარდგენილი სერიალ ‘ლიზი მაქგუაერში’ (Lizzie McGuire) მონაწილეობისათვის,სადაც იგი თინეიჯერის როლს ასრულებს,რომელიც სკოლის რთულ სამყაროში ხვდება.’ლიზი მაქგუარის’ პრემიერა 2001 წლის იანვარში შედგა.
2003 წლის მაისში დაფმა იგივე როლი სერიალის ფართოეკრანიან ვერსიაში შეასრულა.ხილრიჯის სკოლის დამთავრებისთანავე ლიზი და მისი მეგობრები იტალიაში მიემგზვარებიან,სადაც ჰილარის გმირს ადგილობრივ როკ ვარსკვლავ იზაბელას მიამსგავსებენ.იქ ლიზი საზიზღარ თინეიჯერისგან ლამაზმან პოპ მომღერლად იქცევა და ნამდვილი მეგობრობით და სიყვარულით დატკბება.
ფილმოგრაფია
კადეტი ქელი (2002)
Cadet Kelly
ბითუმად უფრო იაფია (2003)
Cheaper by the Dozen
აგენტი კოდი ბენქსი (2003)
Agent Cody Banks
ლიზი მაკგუაერი (2003)
The Lizzie McGuire Movie
კონკიას ამბავი (2004)
A Cinderella Story
იდეალური მამაკაცი (2005)
The Perfect Man
ბითუმად უფრო იაფია 2 (2005)
Cheaper by the Dozen 2
რეალური გოგონები (2006)
Material Girls
კორპორაცია 'ომი' (2008)
War,Inc
სათადარიგო შუშა (2009)
What Goes Up
გრეტა (2009)
Greta
ბიზნესი სიყვარულის გამო (2010)
Beauty & the Briefcase