- ჯო,თაყვანისმცემელი გოგონები ალბათ მოსვენებას არ გაძლევენ. როგორი გოგონები მოგწონს? - მომწონს გოგონები, რომლებსაც თვალები უცინით,ბუნებით მხიარულები არიან და საკუთარი გემოვნებით იცვამენ და არა ისე, როგორც ყველა. - რომელი ცნობილი ქალი მოგწონს? - მიუხედავად იმისა, რომ "ჰარი პოტერის" დიდი ფანი არ ვარ, ძალიან მომწონს ემა ვატსონი. ის გაიზარდა და ძალიან გალამაზდა. ასევე მომწონს ნატალი პორტმანი. - ე.ი ქერათმიანი გოგონები არ გხიბლავთ? - არა,თმის ფერს არ აქვს მნიშვნელობა. პაემანი ორივენაირი გოგონებისათვის დამინიშნავს. მთავარია,მისი შინაგანი ბუნება მხიბლავდეს. მინდა ლაღად ვიგრძნო თავი და არ ვიყო იმით დაძაბული, თავი როგორმე მოვაწონო მეთქი. - რაიმე სიგიჟე თუ ჩაგიდენია გოგონას გულისათვის? - ტრუნეს ვატარებდით ამერიკაში. მე ამ დროს გადავწყვიტე და მასთან ავსტრალიაში ჩავფრინდი. ეს არი იყო ადვილი... - რას ვერ იტან გოგონას საქციელში? - არ მიყვარს ტყუილები და გოგო რომ სიგარეტს ეწევა. - როგორ უნდა მოინადიროს გოგონამ შენი გული? - რაიმე სიურპრიზი უნდა გამიკეთოს. მე ბეისბოლს ვთამაშობ. შეუძლია ამასთან დაკავშირებით რამე მომიწყოს. - როგორ აგრძნობინებ გოგოს,რომ მოგწონს? - ჯგუფში ყველაზე დიდი ფლირტის ოსტატი მე ვარ. გოგონას კომპლიმენტებით ვავსებ და ვეხვევი.