26 წლის ვარსკვლავმა, მომღერალმა ქეთი პერიმ 3 ივლისს გამართა კონცერტი კანადაში, ქალაქ მონრეალში. მან შეასრულა თავისი სიმღერები, ძველი და ახალი ალბომებიდან. მომღერალმა შესანიშნავი შოუ აჩუქა მაყურებელს. ის სცენაზე ძალიან ენერგიულად გამოიყურებოდა და უამრავი კოსტუმი გამოიცვალა.