21 წლის წარმატებული მსახიობი კრისტენ სტუარტი ‘Glamour’-ის 2011 წლის ნოემბრის თვის ნომრის გარეკანზე.
კრისტენმა ცნობილ ფოტოგრაფ Matthias Vriens-McGrath-ის წინაშე იპოზიორა. ემოსა გუჩისა და ალექსანდრე ვანგის სამოსი.
ბელა სვონის ცნობილი როლის შემსრულებელმა ფოტოსესიასთან ერთად გულახდილად ისაუბრა ‘Twilight’-სა და ტეილორ ლოტნერის შესახებ.
("Breaking Dawn"-ის ტეილორ ლოტნერთან ერთად ყურების შესახებ): ‘დიახ, მე ტეილორ ლოტნერთან ერთად ვნახე ფილმი პირველად. ნამდვილად კარგი იყო. ყოველთვის კარგია მასთან ერთად ყურება, რადგან ჩვენ ვზივართ და ვუყურებთ ფილმს. მე და ტეილორი ‘ბინდის’ფანები ვართ, სწორედ ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ფილმს გაუნძრევლად ვუყუროთ. მე რობთანაც ვუყურებ ხოლმე, მას მოსწონს ფილმი, მაგრამ რობს გაცილებით სხვა ენერგია აქვს და მისწრაფება.’
(ბელას ურთიერთობა ჯეიკობთან): ‘მიყვარდა და მიყვარს ახლაც ჯეიკობი და ბელას ურთიერთობა ფილმში. ტეილორი თავის როლს შესანიშნავად ართმევს თავს.’