რობერტ პატინსონმა და კრისტენ სტუარტმა ფრანგული ჟურნალის ‘Premiere’-ს გარეკანი დაამშვენეს და ისაუბრეს ყველა დეტალზე, რაც ფილმის გადაღებებს შეეხება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ ინტერვიუში რობერტ პატინსონის მიერ აღწერილი ბოლო დღეა, რომელიც კრისტენთან ერთად გაატარა გადასაღებ მოედანზე.
ჟურნალისტი: 'ალბათ დამეთანხმებით, რომ 'ბინდმა' თქვენ უაზროდ პოპულარული გაგხადათ'. რობერტი: 'დიახ ეს მართლაც ასეა. აი მაგალითად, როდესაც ლოს ანჟელესში სადმე განსატვირთან გავდივარ მხოლოდ 40 წუთი მაქვს გასართობად. დანარჩენ დროს ავტოგრაფებსა და ხელის ჩამორთმევაში ვატარებ. თქვენ არ იცით ეს რა დამღლელი რამაა.’
ჟ: ’ მართალია, რომ ბრაზილიაში თაბლობისთვის სცენის გადასაღებად ჩასულმა საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვიეთ?’ რ: ’დიახ, ეს აეროპორტში მოხდა, კინაღამ დაგვიჭირეს. ახლაც არ ვიცი რატომ, მაგრამ მართლაც არასასიამოვნო იყო. ერთმა ტიპმა მითხრა,’შენ ჩემს სამშობლოში ხარ, ჩვენი წესებით უნდა იცხოვრო აქ. ‘ ამას მოყვა შემდეგ აყალმაყალი.(იცინის)
ჟ: ‘ყოფილა ისეთი დილა, როდესაც გიღვიძებიათ და გიკითხავთ საკუთარი თავისთვის ‘დაუჯერებელია რომ ისევ ამ ფილმს ვიღებთ’? რ: ’კი როგორ არა იყო ასეთი შემხვევაც, ჩვენ გავატარეთ 2 თვე ერთი და იმავე ოთახში , ვგულისხმობ მწვანე ოთახს. ეს ყველაზე საშინელი დრო იყო ჩვენთვის.’
ჟ: ‘იმედია ეს სექსის სცენა არ ყოფილა?!’ რ: ‘არა, სექსის სცენა ჩვენ ერთ დღეში გადავიღეთ. ვგულისხმობ ისეთ სცენებს ,სადაც არაფერი ხდებოდა. ჩვენ ვიყავით უბრალოდ მწვანე ოთახში, თითქოს თოვლი მოდიოდა და ვატარებდით საათებს თითქმის უსიტყვოდ, ვუყურებდით ერთმანეთს და ვცდილლობდით რაც შეიძლება შთამბეჭდავი და დამაჯერებელი ყოფილიყო ეს მზერა. ეს ერთგვარი გამოცდა იყო, რაც რეჟისორის ინიციტივით ხდებოდა.’
ჟ: ‘რას ფიქრობთ ფილმის დასკვნით ნაწილებზე?’ რ: ‘სიმართლე გითხრათ ძალიან შეშინებული ვიყავი, რადგან დაკსვნითი წიგნი შეიცავდა რამდენიმე სკანდალურ თემას, ამბობდნენ,რომ ჩვენ მთელი ფილმის განმავლობაშ სექსი გვექნება მხოლოდ. ეს ცოტა უხეშად ნათქვამია. თუ წიგნს წაიკითხავთ მიხვდებით, რომ არც ისეთი სკანდალური რამ ხდება. იმას ვისაც წიგნი არ ააქვს წაკითხული , მე დარწმუნებული ვარ,რომ ბინდი იქნება ყველაზე საინტერესო ფილმი ყველა ‘საგადან’ რაც კი ოდესმე ყოფილა. ჩვენ თინეიჯერული ფანტასტიკიდან ბოლოსკენ უკვე გადავედით სულ სხვა ჟანრში. ესაა დრამა, თავგადასავალი და ცოტა საშინელებაც.’
ჟ: ‘რაც ყველაზე მეტად არ მოგწონდათ?’ რ: ‘მწვანე ოთახში ყოფნის გარდა, იყო სცენები, როდესაც ბელა უცხოპლანეტელივით გამოიყურებოდა. როდესაც ბავშვი შინაგანად სჭამდა მას, ის გამოიყურებოდა გაფითრებულად და საზარლად. კრისტენს უწევდა საშინელი მაკიაჟის გაკეთება სახეზე.’
ჟ: ‘რას იტყვით ბოლო სცენაზე?’ რ: ‘ჩვენ კანადაში ვიყავით მთელ კოლექტივთან ერთად ბოლო დღეს. ღამე იყო, ყინავდა ,ციოდა. როდესაც პირველმა ასისტენტმა გამოაცხადა, რომ ყველაფერი დასრულებული იყო, მთელი კოლექტივი იმდენად გადაღლილი იყო, რომ ყველა პირდაპირ თავიანთ ტრაილერში ჩაიკეტა ,არც უფიქრიათ თუ რას ნიშნავდა ეს და არც გვიფიქრია იმაზე რომ თითო ჭიკით აღგვენიშნა ეს ფაქტი. თუმცა , ეს არ ყოფილა ბოლო დღე კრისტენისთვის და ჩემთვის. მინდა ავღნიშნო , რომ დასკვნითი სცენა არაჩვეულებრივი იყო.’
სწორედ ეს სცენა იყო რობისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი.
‘ვიყავით მხოლოდ მე და კრისტენი. სცენას წყალში ვიღებდით, ასე რომ არც მაკიაჟი დამჭირვებია და არც კონტაქტური ლინზები. ყველაფერი იდეალურად იყო. ამინდიც ხელს გვიწყობდა .ჩვენ ხომ კარიბის კუნძულებზე ვიყავით და ძალიან ცხელოდა. მოგვიანებით დანარჩენი კოლექტივის წევრები შემოგვიერთდნენ. ყველა სანაპიროზე გავედით, კოქტეილის ჭიქებით ხელში და მზის ჩასვლას ვუყურებდით. მაშინ გავიფიქრე, თუ რატომ არ გვქონდა ასეთი საღამო ყოველი დასკვნითი სცენის გადაღების ბოლოს 4 წლის განმავლობაში. ეს ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო.’
კრისტენის ინტერვიუ.
ჟ: ‘თქვენ იყავით მხოლო 17 წლის, როდესაც პირველ ნაწილში მიიღეთ მონაწილეობა. ამ ოთხმა წელმა რა კუთხით შეგცვალათ?’ კ: ‘როდესაც შენ თანხმდები ისეთ პროექტზე, რომელიც ამხელა დროს მოითხოვს, უნდა იყო ყველანაირად მზად , მთელი სულითა და გულით მზად. სწორედ ასე ვეპყრობოდი მე საგის ოთხივე ნაწილს. ‘ბინდი’ დამეხმარა რომ გამეზიარებინა ეს ვნება ფართო აუდიტორიისთვის. ეს გამოცდილება დამეხმარა მე გახსნასა და გათავისუფლებაში. როდესაც მე პატარა ვიყავი რაღაც საკითხებს სერიოზულად ვეკიდებოდი, ძალზედ შეიძლება ითქვას, მაგრამ არ მქონდა საშუალება ეს ყველაფერი სიტყვებით გამომეხატა. მე უდიდესი პროგრესი განვიცადე. მიუხედავად იმდენი კრიტიკისა, რაც ‘ბინდის’ გარშემოა მე მაინც კმაყოფილი ვარ ამ პროექტითა და საკუთარი თავით. ‘ბინდმა’ყველაზე მეტად გამზარდა პროფესიული თვალსაზრისით , ვიდრე სხვა ფილმებმა.’
ჟ: ‘ყველაზე დასამახსოვრებელი სცენა რომელი იყო თქვენთვის?’ კ: ‘ისინი, რომელთაც ფანები მოუთმენლად ელოდებიან. ქორწილი,სექსის სცენა, სადაც ყველაფერი იმსხვრევა, მშობიარობის სცენა. და ბოლოს კულმინაცია.’