მეგან ფოქსის სტილი - ულამაზესი კაბები და წითელი ტუჩსაცხი, მაგრამ ის ჟურნალ ELLE-ს დათანხმდა გადაეღოთ უფრო რბილ,თითქმის სახლის ფორმაში, მაგრამ საყვარელ წითელ ტუჩსაცხზე უარის თქმა ვერ შეძლო.
ELLE:თქვენ გაქვთ ფრანგული, ირლანდიური და ინდიელების ფუძე. რა გამოგყვათ თითოეულიდან? M:ჭორფლები და ცისფერი თვალები -ირლანდიურიდან,ღაწვები-ინდიელებისგან,ფრანგ წინაპრებზე ბევრი არ ვიცი.შეიძლება მათგანაც რამე გამომყვა. E:თქვენ თავს თვლით რომ მოდის მსხვერპლი ხართ? M: უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ მე შოპაჰოლიკი ვარ.თუ განაწყენებული ვარ ძალიან ბევრ რაღაცეებს ვუკვეთავ ინტერნეტში და უცბადვე კარგ განწყობაზე ვხდები.
E:თქვენი სილამაზის საიდუმლო? M:ამას მე ამერიკას არ გავუმხელ.დიდი ხანი ძილი,მწვანე ჩაი,წყალი და მაკიაჟის მოხსნა დაძინების წინ . E: როგორ უვლით თქვენს თმას ? M:ყოველ დღე ვიბან შამპუნით Kérastase . E: თქვენი საყვარელი მაკიაჟი? M:გააჩნია როგორი სახის შექმნა მინდა.მიყვარს აქცენტი გავაკეთო ჩემს ტუჩებზე წითელი პომადით,ის მარჯვე კონტრასტს ახდენს ჩემს ფერმკრთალ კანთან და მუქ თმებთან.ასევე ჩემს წარბებს ფიქსაციას ვუკეთებ სპეციალური გელით,და წამწამებისთვის ვიყენებ ტუშს "Eyes To Kill".ის მათ მოცულობას მატებს და ლამაზად აგრძელებს.
E:საყვარელი არომატი? M:Armani Code.ფორთოხლის ყვავილების სუნი ბავშვობას მახსენებს ფლორიდაში.მასში ძალიან ბევრი თავისუფლება და მზეა. E:თქვენი ყველაზე Beauty-შეცდომა ? M:ასეთი რამ ძალიან ბევრი იყო.ახალგაზრდობაში ძალიან გატაცებული ვიყავი ნამზეურით და თმები შევიღებე მკვეთრ სტაფილოსფრად. E:რა გეხმარებათ შეინარჩუნოთ მშვენიერი ფორმა? M:ვჭამ ცოტას მაგრამ 5-ჯერ დღეში.რძის პროდუქტებს ვერიდები და ვჭამ ახალ ბოსტნეულს.3-ჯერ კვირაში სპორტით ვარ დაკავებული საკუთარ ტრენერთან ჰარლი პასტერნაკთან. E:რომელი მსახიობია თქვენთვის მისაბაძი მაგალითი? M:ავა გარდნერი,მერლინ მონრო და სოფია ლორენი ქალები ძლიერი ხასიათით და განუმეორებელი სტილის შეგრძნებით.და კიდევ ჯუდი გარლენდი.ბავშვობაში როცა ვუყურე ფილმს "ოზის ჯადოქარი" მისი მონაწილეობით,გადავწყვიტე რომ მსახიობი გამოვსულიყავი.მაგრამ სიმართლე ისაა რომ მთელი ერთი წელი ვანსახიერებდი დოროთის ზღაპრიდან.მშობლებსაც ვეუბნებოდი რომ ამ სახელით მოემართათ და წითელ ფეხსაცმელს აღარ ვიხდიდი.
E:ამ კინოს შემდეგ დაგსაჯეს? M:ზოგი ფილმის შემდეგ მსჯიდნენ,რა თქმა უნდა.მაგრამ მე ჩემი დის კასეტებს დავათრევდი ხოლმე და სამი წლის ასაკში პირველად ვუყურე საშინელებათა ფილმს "არახმოფობია" და მთელი ათი წელი კოშმარები მესიზმრებოდნენ ობობების შესახებ.