Miley Cyrusis Interviu Mizz Tan Naxet... Video Araa..
-მაილი,შენ მსოფლიო წამრმატებას ძალიან ადრეულ ასაკში მიაღწიე. რა რჩევას მისცემდი მომავალ მსახიობებს? -როცა პირველი სიმღერა დავწერე,12 წლის ვიყავი. ამ ასაკში ვერავინ აცნობიერებს ვინ არის თავად და რისი კეთება სურს მომავალში. მეც არ ვიცოდი რა მინდოდა,ამიტომ ვურჩევდი ყველა დამწყებს,ჯერ საკუთარი თავი შეისწავლონ,კარგად გაარკვიონ რისი კეთება მოსწონთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეყონ ცხვირი შოუბიზნესში. ამ საქმეში ზუსტად უნდა იყო დარწმუნებული საკუთარ ძალებში. -მაილი,ბოლო დროს იმიჯი შეიცვალე.უფრო თამამი და მოშიშვლებული კოსტიუმებით ჩნდები სცენაზე. ეს რას უკავშირდება? -ვფიქრობ,გავიზარდე როგორც მომღერალი და როგორც ადამიანი. ბოლო წლები ბევრს ვფიქრობდი საკუთარი სტილის ჩამოყალიბებაზე. ვცდილობ სხვადასხვა იმიჯი მოვირგო და მივხვდე,რომელია ჩემი. -რაიმე კომპლექსები გაქვს? -ადრე ყოველდღე ვსვამდი კიტხვას: "სიმპათიური ვარ?" შემდეგ ეს კომპლექსი მოვიშორე. არ იფიქროთ,თავს ლამაზმანად მივიჩნევდე,უბრალოდ,საკუთარი თავის რწმენა შევიძინე. შევეჩვიე პაპარაცებს,კამერებს,გაუთავებელ შეკითხვებს,გამვლელების ინტერესიან მზერას. -ბოლო დროს ხშირად გიღებენ კინოში? რა ფილმებს უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში? -წელს გამოვა ფილმი LOL: Laughing Out Loud ("ხმამაღალი სიცილი"),სადაც დემი მურთან,ეშლი გრინთან და ადამ სევანისთან ერთად ვთამაშობ.გადაღებები პარიზში მიმდინარეობდა.ამ ფილმში ჩემს გმირს შეყვარებული მიატოვებს და იგი ნარკოტიკებს მიეძალება. ჩემი გმირის დედა ახალგაზრდაა და მეორედ ცდილობს პირადი ცხოვრების აწყობას,რასაც კონფლიქტი მოჰყვება დედა-შვილს შორის. დემი დედაჩემის როლს თამაშობს. ასევე მიმდინარეობს ფილმ So Undercover ("ასე ფარულად") გადაღებები. ამ როლისთვის ქუჩური ჩხუბის შესწავლა მომიხდა.