მეოთზე თავი ''ოპერაცია MMM" ამ თავში მაილი საუბრობს თავის ახალ სკოლაზე, რომელიც ძალიან მოსწონს. ამ თავს ჰქვია ''ოპერაცია MMM'' (MAKE MILEY MISERABLE) ანუ გავხადოთ მაილი საშინელი. ეს ყველაფერი იმას ემსახურებოდა, რომ მაილი აღარავის დაეჩაგრა! მეხუთე თავი ''მეორეს მხრივ'' ''იცით რა გრძნობაა, როდესაც ცხელ ხაფხულის დღეს, ცივ საცურაო აუზში გადაეშვები? სწორედ ასეთი გრძნობა მქონდა, როდესაც სკოლიდან სახლში დავბრუნდი და მითხრეს რომ დისენიდან დაერეკათ. მაშინ გადაწყვეტილი არ იყო, რომელ როლზე დამამტკიცებდნენ, ამიტომ კიდევ ერთხელ მიბარებდნენ გასაუბრებაზე. მაშინ ფიქრობდნენ, რომ მე მომცემდნენ ლილის(სერიალში ჰანას შემდეგ მთავარი გმირი) როლს, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა და მე ზოის როლზე დამამტკიცეს. (გოგოს როლს რომელსაც მაილი თამაშობს, სერიალშიც მაილი ჰქვია, თუმცა ეს მოგვიანებით გადაწყდა და მაშინ მთავარი გმირის სახელი ზოი იყო) მაგრამ იყო ერთი პრობლემა: მთავარი გმირი 14 წლის უნდა ტოფილიყო, მე კი ჯერ 12 არ ვიყავი! მაგრამ ეს პრობლემაც გადაიჭრა და რეჟისორებმა შეძლეს დავემგვანებინე 14 წლის თინეიჯერ გოგონას''
შემდეგ თავში მაილი ყვება, მამამისის შესახებ, თუ როგორ ენატრებოდა იგი, როდესაც ბილი ტურში იყო ან გადაღებებზე. თავი მეშვიდე ''მელოდია და ტექსტი'' ''მე მქონდა ორი სურვილი. და მათი სახელები მელოდიის და ტექსტის შესწავლა იყო.როდესაც სიმღერის ტექსტებს ვწერდი, ვიჯექი ჩვენი სახლის ფანჯარასთან, საიდანაც კარგად ჩანდა ცხენები-ჩემი საყვარელი ცხოველები. ჩემს წინ კი აკვარიუმი იდგა, შიგნით ორი თევზით. ეს არსებები სამუდამოდ გამოკეტილები უნდა ყოფილიყვნენ ამ ''ციხეში'' მაგრამ მე ვიცოდი. რომ იყო რაღაც საოცარი მათ ცხოვრებაშიც! ცხოვრება ასეთ ''ქილაში'' საოცარია რაღაცით საოცარია, მაგრამ უპიველეს ყოვლისა ეს არის ხაფანგი. ამ არსებების ცხოვრება არასდრს შეიცვლება, მათ არასდროს ექნებათ ''ნემოს' თავგადასავალი. ამიტომ ისინი გაჩერებულები იყვნენ, და არ შეეძლოთ ცხოვრებაში რამე შეეცვალათ. მაგრამ მე ხომ თევზი არ ვიყავი? მე დავაჯერე ჩემი თავი ჩემს წარმატებებში, რომ ცხოვრებაში წინ წავსულიყავი, და მგონი ეს მე გამომივიდა. ყველა ისტორიას აქვს დასაწყისი, შუა ნაწილი და ბოლო. მე ახლა მხოლოდ 16 წლის ვარ, და მოდით გავუსწოროთ ამას თვალი, მე ჯერ დასაყისში ვარ. მე მინდა მოგიყვეთ ყველაფერი იმ დღიდან, როდესაც თვალები გავახილე. შემდეგ გადავდგი პირველი ნაბიჯი, მოვიცვალე პირველი კბილი, მე მინდა რომ ეს ყველაფერი ყოველთვის მახსოვდეს, და ეს მოგონებები ამ წიგნში დავტოვო. მე ახალი ცხოვრება მეექვსე კლასიდან დავიწყე, მაშინ არავინ იცოდა ვინ იყო მაილი