30 წლის ნატალი პორტმანს 9 ივნისს ბიჭი შეეძინა. მან და მისმა მეუღლემ Benjamin Millepied ერთმანეთი 2010 წელს 'Black Swan'-ის გადასაღებ მოედნაზე გაიცნეს. ინტერნეტში უკვე ვრცელდება ნატალის ბიჭუნას ფოტოები, თუმცა ჯერ-ჯერობით, როგორც ამას ჟურნალი People აცხადებს, ბიჭის სახელი ცნობილი არაა.
ის ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა ხოლმე წითელ ხალიჩაზე. ორსულობამ უმშვენიერესი ნატალი კიდევ უფრო გაალამაზა.
მსახიობი ორსულობის პერიოდში ხშირად გვევლინებოდა ქუჩაში და პაპარაცებს არ ერიდებოდა. ის ხშირად სეირნობდა ხოლმე მანჰეტენზე ხან თავის მეგობართან, ხან მეუღლესთან ერთად.
'შავი გედი' ვარსკვლავს ძალიან უყვარს თავისი მეუღლე ბენჟამინი: "My beautiful love, Benjamin, who has now given me the most important role of my life."