ჯო ჯონასმა სერიოზული ინვესტიციები ჩადო მის სოლო კარიერაში,მაგრამ ყველაფერი არ არის ორიგინალური. ის ახლახანს დაადანაშაულეს პლაგიატში მისი ახალი კლიპის Just in Love–ს გამო. საიტები ამბობენ რომ კლიპში გამოყენებული მანქანა და ბევრი სხვა მომენტი რომელიც ჯოს ახალ კლიპში ჩანს მოპარულია ფილმიდან For Lovers Only.
სხვადასხვა საიტების მიხედვით ჯოს პლაგიატში ადანაშაულებენ მისი უახლესი კლიპის "Just in Love"–ს იდეის მოპარვისათვის.
ჯო ჯონასმა სერიოზული ინვესტიციები ჩადო მის სოლო კარიერაში, მაგრამ ყველაფერი არ არის ორიგინალური. ის ახლახანს დაადანაშაულეს პლაგიატში მისი ახალი კლიპის Just in Love–ს გამო. ამბობენ რომ კლიპში გამოყენებული მანქანა და ბევრი სხვა მომენტი, რომელიც ჯოს ახალ კლიპში ჩანს მოპარულია მინი-ფილმიდან For Lovers Only.
For Lovers Only ფილმის ავტირნა მარკ პოლიშმა განაცხადა: "ეს ძალიან გულგასატეხია რომ კლიპის დირექტორმა გააკეთა კოპია ჩვენი ფილმიდან 'For Lovers Only' და ჩვენი თხოვნის გარეშე. თუ ისინი იტყოდნენ რომ ჩვენი ფილმი იყო მათი შთაგონება ეს ძალიან გაგვახარებდა."
ამ საქმეში ასევე ჩაერივნენ ჯოს მამა კევინი და მისი აგენტი: "ჩვენ აქამდე არ გვსმენია ამ ფილმის შესახებ, მაგრამ ვნახეთ მისი თრეილერი და შევამჩნიეთ რომ ორივე ვიდეო გადაღებულია პარიზში, სადაც ასევე მონაწილეობს ფრანგი ქალბატონი. ასევე ორივე ვიდეოში აღწერილია ერთი და იგივე ცხოვრებისეული-სასიყვარულო მომენტები."
კლიპის დირექტორი ამბობს, რომ ეს ვიდეო შთაგონებული იყო მხოლოდ ჯოს სიმღერის ტექსტისგან.
ჰოლივუდში ამდაგვარი საკითხები მომხდარა სხვა ცნობილ ვარსკვლავებზეც. რიანა დადანაშაულებული იყო 'S&M'–ს ვიდეოს გამო,ჯასტინ ბიბერი სუნამოს ბოთლის დიზაინის პლაგიატში დაადანაშაულეს,გაგა დადანაშაულებული იყო სცენური მოძრაობების მოპარვაში. როგორ ფიქრობთ ჯო ჯონასის ვიდეო იმსახურებს იყოს ამ პოპ–პლაგიატ ბრალდებებს შორის?