ინტერნეტი მოიცვა ძალიან "ცხელმა" სიახლემ. იან სომერჰალდერმა ხელი სთხოვა თავის კოლეგას სერიალ "ვამპირის დღიურებში" ნინა დობრევს ! როგორც ამ ინფორმაციის წყარო იძახის (ეს ადამიანი იანის ახლო პირია), იან სომერჰალდერმა მიიწვია ნინა რესტორან Chanterelle_ში, რომელიც მათ გადასაღებ მოედანთან ახლო მდებარეობს. ნინას ეცვა ცისფერი კაბა, ხოლო იანი გამოსასვლელ ტანისამოსში იყო. მთელი საღამო ისინი საყვარლად საუბრობდნენ და ლაპარაკის დასასრულს იანმა თავისი პიჯაკის ჯიბიდან ამოიღო ბეჭედი - როგორც იტყობინებიან 10 ათას დოლარიანი, ის ერთ მუხლზე დადგა და ნინას ხელი და გული სთხოვა.
ნინა საუბრის თემის ასეთი ცვლილებით ძალიან გაკვირვებული იყო, მაგრამ რგორც ჩანდა მას ესიამოვნა სომერჰალდერის შემოთავაზება. თავიდან გოგონა შეყოვნდა, მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდა !!! იანი გახარებული იყო და ასევე გახარებულმა წყვილმა რესტორანი ღამის ორ საათზე დატოვა...იმედია მართალი აღმოჩნდება ეს ინფორმაცია,ჯერ ჯერობით კი დაველოდოთ მოვლენების განვითარებას....