გამარჯობათ მე ნინა ვარ 17 წლის.. .ვცხოვრობ თბილისში. მყავს და ვიქტორია ის 18 წლისააა. დედა როცა 6 წლის ვიყავი მაშინ გარდამეცვალა,ეს ჩვენთვის ძალიან დიდი სტრესი იყო.სამაგიეროდ მყავს მამა რომელიც ცხოვრებაზე მეტად მიყვარს.(ბილი) ბებია და ბაბუა სოფელში მყავს.სხვა რა ვთქვა.რამოდენიმე დღეში კოლეჯი იწყება.ჩემი საუკეთესო მეგობრები კრისტენი და ნუკი არიან.აი რაც შეეხება ჩემს დას ვიკის (ეს მოფერებით)არაფერს ვუმალავთ რაც კრისმა და ნუკიმ იცის ის იცის ვიკიმაც. კრისი:
ნუკი: ხუთი დღის შემდეგ.... აი გავიდა ეს სასიამოვნო დღეები და დაიწყო სწავლა.კოლეჯისთვის ყველანაირად მზად ვიყავი. საირუსების ოჯახი: ვიკი:დგებიი გოგო ადექი სწრაფად გაგვიანდება. ნინა:აუ გევხეწები 5 წუთი და.. ვიკი:ააჰა ესეიგი 5 წუთი... და უცებ რაღაც ცივი ვიგრძენ თვალები გავახილე და თავიდან ბოლომდე გაწუწული ვიყავი. როგორ მინდოდა ვიკი გამეპუტა მაგრამ მამამ დაგვიძახა. გავემზადე ეს ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი. მამას დავემშვიდობეთ და წავედით. მე ასე გამოვიყურებოდი: ვიკი კი ასე. ალბათ მიხვდებით რომ სტილით ჩვენ ერთმანეთისგან ძაან განსხვავდებით. კოლეჯში მივედით და კრისი და ნუკი დავინახეთ.