სელენა გომეზმა ჯასტინ ბიბერი ფანების მთელი ბრბო გადაიკიდა. მან რადიოგადაცემაში განაცხადა, რომ აღიაზიანებს 16 წლის მომღერლის ვარცხნილობა. "Radio Disney-სთან” მიცემულ ინტერვიუში გოგონა ამბობს, რომ ძალიან მომაბეზრებელია, როდესაც ჯასტინი ყოველ 45 წამში ერთხელს შუბლიდან თმას ერთი და იმავე ჟესტით იშო რებს.
”მან მშვენივრად იცის, რასაც აკეთებს” - ამბობს 18 წლის მსახიობი და მომღერალი სელენა გომეზი. მისი აზრით, ბიბერის ყოველი ჟესტი გულშემატკივართა არმიის სულ უფრო და უფრო გასაზრდელადაა საჭირო. ჯასტინ ბიბერის თმას მარტო სელენა არ ერჩის. ამერიკული ტელეშოუს წამყვანი, ელენ დეჯენერესი, ერთხელ მომღერალს გაეხუმრა და შოუში მაგიდის უჯრიდან მაკრატელიც კი ამოაცოცა, ვითომ მისთვის თმის მოჭრა უნდოდა