რატომ უნდა გვეშინოდეს 2012-ის? - გაუქმდება თუ არა - Facebook
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ჩვენი უახლოესი მეგობარია და ვინც მას მეგობრად არ მიიჩნევს მათთვის მეორე სახლის ფუნქცია აქვს... საუბარი Facebook-ზე გახლავთ.
უამრავი ფუნქცია, ათასნაირი გასართობი და 800 მილიონზე მეტი მომხმარებელი. ნებისმიერი ჩვენგანი დღის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ რომ ფეისბუქზე ატარებს.
მისი ისტორია 2004 წელს დაიწყო როდესაც Mark Zuckerberg-ს ახალი სოციალური ქსელის შექმნის იდეა მოუვიდა თავში. Facebook საქართველოშიც მალე გახდა აქტუალური და დღეს ვისაც ინტერნეტთან აქვს შეხება ყველა სარგებლობს ამ სოციალური ქსელით.
გასულ წელს ქსელის შემქმნელმა განცხადება გააკეთა სადაც აღნიშნა, რომ Facebook 2012 წლის მარტში გაუქმდება. ამ განცხადებამ უამრავი ადამიანი შოკში ჩააგდო თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საოჯახო ალბომები სწორედ სოციალურ ქსელში შექმნილმა ვირტუალურმა ალბომებმა ჩაანაცვლა. გარდა ფოტოებისა უამრავი სხვა პირადი ინფორმაციის საცავადაც იქცა.
Zuckerberg-მა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზად კი Facebook-ის უმართავობა დაასახელა. დღეს გადაცემა News Box-ში გთავაზობთ სიუჟეტს რომელიც ყველა თქვენგანს დააინტერესებს.
ასე რომ არ გამოტოვოთ დღეს 19:30-ზე Music Box-ის ეთრში, გადაცემა - News Box.