ნჯელინა ჯოლი: "ჩვენ, ბავშვებთან ერთად ვიმოგზაურებთ მთელი მსოფლიოს გარშემო და ეს მოგზაურობა მოგვიტანს უამრავ თავგადასავალს. ეს არის ის, რისი გაკეთებაც ჩვენ ყველაზე მეტად მოგვწონს." კიმ კარდაშიანი: "ჩემი ოჯახი ყოველ წელს აწყობს წვეულებას შობის წინა დღეს, ხოლო მომდევნო დილას მთელი ოჯახი დედასთან ვიკრიბებით და გვჯერა, რომ ეს წელი იქნება განსხვავებული სხვა წლებისაგან. შემდეგ კი ყველანი ერთად მივდივართ ლეიკერსის თამაშზე."
რიზ ვიუზერსპუნი: ''შობას მთელი ჩემი ოჯახი ჩემთან ერთად არის. ჩვენ ვსეირნობთ, ერთმანეთს საჩუქრებს ვჩუქნით, შემდეგ მივირთმევთ საჭმელს. მოკლედ, უბრალოდ ძალიან კარგ დროს ვატარებთ.''
სიმპსონების ოჯახი: "ჩვენ შობას ვატარებთ ლოს-ანჯელესში, სადაც აუცილებლად დიდ დღესასწაულს ვაწყობთ. ირგვლივ არის უამრავი ბავშვი, რომლებიც ალამაზებენ და ამხიარულებენ ამ დღეს. მთელი ოჯახი ერთადაა შეკრული, ეს ნამდვილი საოცრებაა''
ემილი ბლანტი: ''მე ვაპირებ წავიდე ბოსტონში ჯონთან (კრაზინსკი) ერთად. იქ ჩვენ აუცილებლად შევხვდებით მეგობრებს
მაიკლ ბაბლი:" ყველანი ერთად ვიკრიბებით ჩემს სახლში, ვანკუვერში. უამრავი მეგობარი, ჩემი საცოლე და მისი ოჯახი, ასევე ჩემი ოჯახიც. ვანკუვერში ამინდიც შობის შესაფერისია"
ანა ფერისი: მე, ჩემს ქმართან ერთად სიეტლში ვაპირებ შობის გატარებას, იქ ორივეს ოჯახი იკრიბება. ჩვენ აუცილებლად ვისრიალებთ თხილამურებზე და დარწმუნებული ვარ, ცოტა რომანტიული განწყობაც შეიქმნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ურთიერთობაში. მე და მეუღლე აუცილებლად დავრჩებით ჩემი ბავშვობის საძინებელში და არ ვიცი ეს რამდენად რომანტიული იქნება.''
ხოლო რობერტ დე ნირო კი უბრალოდ ამბობს: "შვებულება და ზეიმი"