ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია რომ სელენა გომეზი ითამაშებს შარლოტას როლს “სექსი დიდ ქალაქში”-ის მორიგ ნაწილში “კერის დღიურები”
უკვე დიდი ხანია იგეგმება სერიალ „სექსი დიდ ქალაქში“ წინაისტორიის სათაურით ”კერის დღიურების” ეკრანიზაცია, რომელიც მოგვითხრობს ოთხი გოგონას - კერი, სამანტა, შარლოტა და მირანდას შესახებ, როდესაც ისინი 80-ანი წლების ნიუ ორკში ცხოვრობდნენ.
ამოდენიმე თვის წინ დადიოდა ჭორები თითქოს მთავარი როლისთვის - ახალგაზრდა კერი ბრედშოუს პერსონაჟის განსასახიერებლად იბრძოდნენ მაილი საირუსი და ბლეიკ ლაივლი, ახლა კი გავრცელდა ინფორმაცია რომ შემქმენელებს სურთ ახალგაზრდა შარლოტას როლი სელენა გომესმა ითამაშოს.
მაგრამ გარეგნობა ერთი მხარეა, ხოლო ის გაართმევს თუ არა სელენა ამ პროექტს თავს სულ სხვა. კრიტიკოსებმა დაიწუნეს ასეთი არჩევანი და განაცხადეს რომ გომეზი ჯერ-ჯერობით ვერ შეძლებს მსგავს პროექტში ღირსეულად წადგენას. თუმცა ჯერ არაა დადასტურებული როდის იქნება ან შედგება თუ არა ფილმი საერთოდ, ასე რომ შესაძლოა მანამდე სელენამ დააგროვოს მეტი გამოცდილება და მართლაც კარგად ითამაშოს!
“სექსი დიდ ქალაქშის” მსახიობები კრისტინ დევისი და კერი ბრედშოუ დიდად არ არიან მოხიბლული პრექუელის ეკრანიზაციით. კრისტინი თვლის, რომ მათი იისტორიის შესახებ სერიალში მრავალი ეპიზოდი იყო და თვლის, რომ მათი პერსონაჟების სათქმელი უკვე ითქვა. კრისტინი არ მიიჩნევს რომ საჭიროა ისტორიის ხელახლა გადაწერა.
სარა ჯესიკა პარკერიც ამ აზრს იზიარებს, მან თქვა რომ ეს გამოვა როგორც "ერთი პიროვნებისთვის ორი ისტორია". თავად მსახიობები არ მიიჩნევენ რომ მესამე ფილმის გადაღება შედგეს და მითუმეტეს ახლო მომავალში. ყველაფერი ქენდის ბუშნელს და მაიკლ პატრიკ კინგს მიანდეს.