ცნობილი მომღერლისა და მსახიობის, სელენა გომეზის დედა ორსულად არის. ამის შესახებ ვარსკვლავმა ფანებს თვითერის საშუალებით აცნობა: ''Momma and Brian are finally letting me share the news... My mommys carrying my baby brother or sister I'm the happiest girl in the world! (დედამ და ბრაიანმა როგორც იქნა გამიზიარეს სიახლეები! ჩემი დედიკო მუცლით ჩემს პატარა დას ან ძმას ატარებს)'' - დათვითა მან. ახალი ამბით სელენას ფანები ძალიან გახარებულები არიან. მას შემდეგ, რაც სელენამ თავისი დედის ორსულობის შესახებ განაცხადა, რამდენიმე წუთში თვითერში ტრენდად იქცა: ''Congrats Selena (გილოცავთ სელენა)''. ფანები ამბობენ, რომ ვარსკვლავის პატარა დაიკო ან ძამიკო ჯასტინის 2 წლის ძმასთან და შედარებით მოზრდილ დასთან ერთად ითამაშებს და არამარტო სელენას, არამედ ჯასტინსაც კი ულოცავენ ამ ახალ, მეტად სასიამოვნო ამბავს.