სელენა გომესი შარლოტა იორკის როლს ითამაშებს ფილმში "სექსი დიდ ქალაქში" თუ წინაისტორია ფილმისა „სექსი დიდ ქალაქში", რომელსაც ჰქვია ”კერის დღიურები” ოდესმე გამოჩნდება დიდ ეკრანზე, ახალგაზრდა შარლოტას როლს ნამდვილად სელენა გომესი ითამაშებს. „იცით, არა თქვენ არ იცით... კასტინგი-ეს კატასტროფაა, მაგრამ გომესის სურათებს ვუყურებ და ვფიქრობ, რომ ის ნამდვილად კარგი შარლოტა იქნება"- თქვა ფილმის შემქმნელმა კენდისმა. –„ის ისეთი საყვარელია". კენდისმა თავისი არჩევნის შესახებ The Daily Caller-სთან ინტერვიუში ისაუბრა. მწერალმა დაადასტურა, რომ ფილმის შესახებ უკვე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სურათი მოგვითხრობს ოთხი გოგონას შესახებ - კერი, სამანტა, შარლოტა და მირანდა - 1980-ანი წლების ნიუ ორკში, როდესაც ისინი ახალგაზრდები იყვნენ.