როგორც ვიცით "ვამპირის დღიურების" მესამე სეზონი 15 სექტემბერს გამოდის და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით მას. მანამდე კი მინდა გაცნობოთ უახლესი სპოილერები და ნიუსები.
ერთერთ სპოილერში იან სომერჰალდერი საუბრობს დეიმონიოს საჩუქარზე ელენასთვის
როგორც იცით მესამე სეზონი დაიწყება ელენას 18წლის დაბადების დღით, ეს იქნება კეროლაინის მიერ მოწყობილი შთამბეჭდავი ვახშამი სალვატორეების სახლში.
ჩვენ ეჭვი არ გვეპარება რომ ელენა როგორც ყველასთვის საყვარელი ადამიანის მისტიკ ფოლსში უამრავ საჩუქარს მიიღებს მაგრამ ყველაზე მეტად გვაინტერესბს რით გააოცებს მას დეიმონი?
აი რა თქვა იანმა: “ელენამ აუკრძალა დეიმონს რაიმეს ყიდვა ამიტომ ფორმალურად არც კი აჩუქებს არაფერს, თუმცა წააწყდება იმას რაც ძალიან, ძალიან, ძალიანუნდა რომ აჩუქოს. ელენა იფიქრებს რომ ეს ნივთი ნაპოვნი ან მოპარულია. ეს ძალიან საყვარელი და თვალისმომჭრელი სცენა იქნება”.
ასევე "ზებუნებრივის" ვარსკვლავი სებასტიან როშე დააამტკიცეს როლზე "ვამპირის დღიურებში"! ის ითამაშებს იდუმალებით მოცულ ვამპირებზე მონადირეს რომლის სამიზნეც კლაუსია. თანაც იდუმალი ვამბობთ იმიტომ რომ ის იმ მცირეადამიანთა რიცხვს ეკუთნის ვისაც კლაუსი უფრთხილდება. თავიდან მისი სახელი უნდა ყოფილიყო ერიკი მაგრამ მოუწიატ სშეცვლა იმის გამო რომ სეზონში იქნება ახალი პერსონაჟი სახელად ბილი ეს კი უკვე "ნამდვილ სისხლთან" მსგავსებას გამოიწვევდა