18 წლის ვარსკვლავის ინტერვიუ ჟურნალ Seventeen-ისთვის. ის ლაპარაკობს თავის განვლილ ცხოვრებაზე და იმაზე, რომ არასდროს გახდება "ცუდი გოგო" და ამით არ გაუცრუებს იმედებს თავის თაყვანისმცემლებს.
"არ ვაპირებ მოვიტყუო, მე ვაკეთებდი ცუდ რაღაცეებსაც. მე არ ვარ რობოტი, რომელიც დაპროგრამებულია იმისთვის რომ იყოს სრულყოფილი." -ამბობს ვიქტორია . "მე დავდიოდი სკოლის წვეულებებზე, ვსვავდი კიდეც, და არ ვერიდებოდი მოწევას. საბოლოოდ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი საშინელება იყო და აღარასდროს გავაკეთებდი და მე ეს შევძელი."
მისი თანატოლი ვარსკვლავებისგან განსხვავებით, ვიქტორი თამამად პასუხობს კითხვებს, მაგრამ არავის მოუწოდებს იგივე გააკეთოს. "ვიყავი წვეულებაზე, ვცეკვავდი, ვსავდი, მაგრამ ეს ყველაფერი მოწევა, დალევა და ნარკოტიკების მოხმარება არის ეგოისტური, რადგანაც შენ საბოლოოდ იზოლაციაში ხარ და აღარავინ გჭირდება. მე მივხვდი რომ ჩემ ცხოვრებას უფრო პასუხისმგებლობით უნდა მოვკიდებოდა. მე არ მაქვს უფლება იმედები გავუცრუო ჩემს ოჯახს და ჩემს ფანებს."